მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
მოსკოვში, საპროტესტო აქციაზე 147 ადამიანი დააკავეს
მოსკოვში, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 147 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები “რია ნოვოსტიდან” და TJournal-დან.
საპროტესტო აქცია პუშკინის მოედანზე დაიწყო, სადაც მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებსაც აგროვებდნენ. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც პოლიციამ დაკავებები დაიწყო.
შეგახსენებთ, რუსეთში პირველ ივლისს გამართულ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,9%-მა დაუჭირა მხარი, 21,2% კი, წინააღმდეგ წავიდა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.