მოსკოვში უკრაინის საელჩოს კვერცხები ესროლეს [Photo/video]

სამასამდე მოსკოველმა უკრაინის საელჩოსთან მოსკოვში პიკეტი მოაწყო, – იუწყება dni.ru.

აღნიშნული აქცია კიევში მომხდარი ფაქტის პასუხი აღმოჩნდა, როდესაც უკრაინელები, სამხედრო მოსამსახურის – ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად, რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ და შენობას პიროტექნიკა დაუშინეს.

გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის მიტინგზე შეკრებილებმა, უკრაინის შეურაცხმყოფელი პლაკატებით ხელში, საელჩოს კვერცები დაუშინეს, იყვირეს, იმღერეს და მალევე დაიშალნენ.

მიტინგს მოსკოველი სამართალდამცველების რეაქცია არ მოჰყოლია იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ პოლიციელს თავში კვერცხი მოხვდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30769″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button