მოსწავლეები და პედაგოგები “ოცნების” საარჩევნო შეხვედრაზე

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მორიგი შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი ორი სკოლის და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. სადახლოში გამართულ შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.  

მსგავსი პოსტები

Back to top button