მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ

ეპიდემიოლოგიური ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ონლაინ- რეჟიმში გადაყვანილი საჯარო სკოლები დღეიდან საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.

კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, კახეთში 7 საჯარო სკოლა იყო დაკეტილი.
სკოლების გარდა, კოვიდ- 19- ის გახშირებული შემთხვევების მიზეზით, დისტანციური სწავლების რეჟიმში იყო გადაყვანილი.
საგანმანათლებლო რესურს- ცენტრებში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს.

” ჩვენთან 21 სკოლა საკლასო ოთახში დაბრუნდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ოთხ სკოლაში კი, მშობლებმა ონლაინ- სწავლება აირჩიეს და ერთი კვირის განმავლობაში ისევ დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან”- განაცხადა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა.

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. რეგიონში, ყოველდღიურად, კორონავირუსის 600- ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button