მოსწავლეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ ინოვაციური სამგზავრო ბარათებით იმგზავრებენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსწავლეთა უფასო მგზავრობის ახალი, იდენტიფიცირებული 53 ათასი უფასო სამგზავრო ბარათი გაიცა. ძველ ბარათებს კი მოქმედების ვადა 20 ნოემბერს შეუწყდება.

ახალი ბარათი ძველისგან განსხვავებულია, თბილისში რეგისტრირებულ მოსწავლეებს მისი გამოყენება არა მარტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასო მგზავრობა შეეძლება, არამედ ბარათზე თანხის ჩატვირთვის საშუალებაც ექნება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სკოლის სასადილოში. გარდა ამისა, ბარათის მფლობელი ისარგებელებს შეღავთიანი ფასით სავაჭრო ცენტრებში, მათ შორის, წიგნების მაღაზიებში, სავაჭრო ობიექტებში გადახდის დროს ბარათზე ქულების რაოდენობა დაგროვდება. მოსწავლეს კი შესაძლებლობა ექნება დაგროვილი ქულები სასურველ ნივთში გადაცვალოს.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ბარათს დაკარგავს და მის გამოყენებას სხვა შეედება. ბარათის მფლობელის მშობელს, მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მიუვა, თუ სად მოხდა ბარათის გამოყენება. შესაბამისად დაკარგული ბარათის პოვნა გაადვილდება.

თბილისის მერია სულ 26 კატეგორიის 600 ათასამდე მოქალაქისთვის გასცემს მეტროთი და ავტო-ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button