მოსწავლეებს მედლები სამწლიანი დაგვიანებით გადაეცათ
გურჯაანში საჯარო სკოლების მედალოსან მოსწავლეებს მედლები სამწლიანი დაგვიანებით გადასცეს.
ოქროსა და ვერცხლის მედლებით 2018-19-20 წლების კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, მედლების გადაცემა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა განათლებისა და მეცნიერების სინისტრო ჯილდოს მუნიციპალიტეტში აგზავნის.
” მედლებს აგზავნის სამინისტრო და ჩვენ ამ მხრივ ვერაფრით დავაჩქარებთ. ეს ბავშვები იღებენ ჯილდოს, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზეც იყვნენ წარმატებულები, კიდევ უფრო მეტი მოტივიზაცია გაუჩნდეთ, რომ გააგრძელონ სწავლა და იყვნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში- განაცხადა მინდიაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.
ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზად, სახელმწიფო ვალუტის არასტაბილური კურსი სახელდება, რის გამოც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ გამოთქვა.
📌2018-2019 წლებში გურჯაანის საჯარო სკოლებში 51 ოქროს,. 12 ვერცხლის,
📌2019-2020 წლებში კი, 66 ოქროსა და 6 ვერცხლის მედალოსანი გამოვლინდა.
📌2020-2021 წლის კურსდამთავრებულების ოქროსა და ვერცხლის მედლები მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, სამინისტროსგან ჯერჯერობით არ მიუღია.