“მოტყუებით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება დასჯადი ხდება”

თავდაცვისა და უშიშროების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ყალბი სამედიცინო ცნობით ან სხვაგვარი მოტყუებით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება დასჯადი ხდება.

პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button