მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მოწოდება სინანულისკენ და 12 მღვდელმთავრის მხარდაჭერა მეუფე სტეფანეს

მარტვილისა დს ჭყონდიდის ეპარქიაში მართლმადიდებლობის ზეიმის დღის აღსანიშნავად საზეიმო წირვა ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად დღეს კიდევ 12-მა მღვდელმთავარმა აღავლინა.

მათ ქადაგების დროს მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა აღუთქვეს.

თავად მეუფე სტეფანე კიდევ ერთხელ მოუწოდებს 8 მარტის ინცინდენტში მონაწილე პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სინანულისა და შენდობის თხოვნისკენ.

“ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე,რომელსაც მავანნი შეფუთავენ. ეს იყო შტურმი. ეს იყო შეთქმულება.ყველაფერს ეკლესიურად გავცემთ პასუხს. სასულიერო პირებს მოუწევთ ამბიონიდან ბოდიშის მოხდა.ეს არის უფსკრულის წინაშე დგომა. მოვუწოდებ ყველას სინანულისკენ. გამოსავალია სინანული
მე მაქვს გეგმები-ვოლოცო და ვიმარხულო. ჩვენ წმინდა სინოდის მხარდაჭერა გვაქვს და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ეკლესიის წინაშე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამწყსო”,- განაცხადა ქადაგებისას მეუფე სტეფანემ.

ათონის მთიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატის ასლი დარჩება აქ კვირის განმავლობაში და იმოგზაურებს საქართველოში და ბოლოს დაბრძანდება სამების ტაძარში.

დღეს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ათონის მთიდან ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლი დააბრძანეს, რომელიც ტაძარში ერთი კვირა დარჩება.

შეგახსენებთ,რომ 8 მარტს ეპარქიაში საეპარქიო კრება ჩატარდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულის აივანზე მოაჯირის ჩანგრევის შედეგად 10-მდე ადამიანი გადავარდა, მათ შორის ჟურნალისტები,ისინი დღემდე მკურნალობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button