მნიშვნელოვანისიახლეები

მოუსმენენ თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში

მოუსმენენ თუ არა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტში – ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, ვოლოდიმირ ზელენსკი საკანონმდებლო ორგანოში ჩართონ, რათა მან საქართველოს მოსახლეობას მიმართოს.
მათ უკვე ჩააბარეს პარლამენტის პრეზიდენტის, შალვა პაპუაშვილის სახელზე ოფიციალური მიმართვა, სადაც ითხოვენ, რომ

რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოჩართვა. მიმართვას ხელს აწერენ ფრაქცია “ლელო – საქართველოსთვის” წევრები ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი.

“გირჩში” ამბობენ, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ამის სურვილი ექნება, ისინი ინიციატივას მიესალმებიან.

ინიციატივა “სტრატეგია აღმაშენებელშიც” მოიწონეს, თუმცა ამბობენ, რომ ამის სურვილი, პირველ რიგში, უკრაინულმა მხარემ უნდა გამოთქვას.

სალომე სამადაშვილის,იაგო ხვიჩიას და სერგო ჩიხლაძის ხმა

შალვა პაპუაშვილი – ზელენსკის არ მოუმართავს ჩვენთვის, მოგვმართა „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – მათ სურთ ისტერია და სიტუაციის არევა, ამიტომ ჩვენ ამ პარტიების არცერთ ინიციატივას არც კი განვიხილავთ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ ოპოზიციის ინიციატივას ეხებოდა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს არა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არამედ „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

შალვა პაპუაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button