მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას“ – PHR

PHR – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ხვალ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

არგანიშვილი აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანას მოითხოვს.

“ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა”, – წერს არგანაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button