მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყონ სააკაშვილის სამართლიანი მოპყრობა-ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა. ამის შესახებ სახელმწფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა 4 ოქტომბერს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.
“ჩვენ ძალიან ახლოს ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოეპყრან სამართლიანად, საქართველოს კანონისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”. – განაცხადა ნედ პრაისმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.