მნიშვნელოვანისაქართველო

მოზარდების მკვლელობაში ერთი ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მეორე დამნაშავედ

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების, დავით სალარიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2 არასრულწლოვანის ბრალეულობასთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცახდებით, “ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ლევან დადუნაშვილის საქმესთან მიმართებით.

მეორე ბრალდებულს კი, გადაუკვალიფიცირდა მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული ბრალი დავით სარალიძის საქმესთან მიმართებით.“

სასამართლო ცალკე იმსჯელებს იმაზე, თავისუფლების აღკვეთის ზომად სასჯელის რა სახეს გამოიყენებს.

მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი მოზარდების მიმართ სახელმწიფო ბრალდება სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვს.

არასრულწლოვანებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი.

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელის უმაღლესი ზომა თავისუფოლების 12 წლით აღკვეთაა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button