მოზარდი სელფის გადაღების დროს მაღალვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებზე დაეცა [Video]

რუსეთში მოზარდი, რომელიც ეფექტური სელფის გადაღებას აპირებდა, სიმაღლიდან მაღალვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებზე დაეცა. ინციდენტის თვითმხილველები მისი მეგობრები გახდნენ, რომლებმაც მოზარდის “გულადობა” ვიდეოფირზე აღბეჭდეს.

როგორც ვიდეოში ჩანს, ბიჭი მილსადენზე აძვრა და ცალი ხელით დაეკიდა, მეორე ხელით კი სელფის გადაღებას აპირებდა. ასეთი საქციელი ახალგაზრდა ექსტრემალს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა, ვინაიდან იგი ვარდნის დროს მაღალვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედო.

საბედნიეროდ, შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, მაგრამ მოზარდი დენის დარყმის შედეგად მაინც დაშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button