რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის დაკავებული გუბერნატორის მხარდასაჭერი აქციები უკვე 15 დღეა უწყვეტად იმართება. ქალაქ ხაბაროვსკში, ვლადივოსტოკსში, სამხრეთ სახალინსა და სხვა ქალაქებში, მოქალაქეები ქუჩაში არიან გასული.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “მე/ჩვენ ფურგალი” და “20 წელია ნდობა არ არსებობს”. როგორც BBC-ის რუსული გამოცემის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყებოდა, 25 ივლისის აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე წინა შაბათს.
ხაბაროვსკის პორტალის DVhab-ის ინფორმაციით, აქციაში 15-20 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ ქუჩაში 6,5 ათასი დემონსტრანტია.
რამდენიმე დღის წინ, ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ დეგტიარევი ამბობდა, რომ მომიტინგეებთან არ გავიდოდა. \
ასევე, მან განაცხადა, რომ ბოლო დღეების აქციები უცხოეთიდანაა მართული.
https://youtu.be/6uaNLUXnpv8
მიმდინარე წლის 9 ივლისს ხაბაროვსკში მხარის გუბერნატორი სერგეი ფურგალი დააკავეს, რომელიც რეგიონს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მას 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზებასა და მკვლელობაში ედება ბრალი.
ფურგალის მიმართ წაყენებულ ბრალს მხარის მცხოვრებლები არ იზიარებენ და 11 ივლისიდან, უკვე სისტემატიურად, აქციებს აწყობენ.
20 ივლისს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ფურგალს გუბერნატორობა შეუწყვიტეს.