მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მრავალპარტიული კოალიცია დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული-ხოშტარია

ოპოზიცია არჩევნების მე-2 ტურამდე თვითმმართველობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრებზე შეჯერდა. მათი მტკიცებით, მრავალპარტიული კოალიცია დემოკრატიულ წინსვლაზე იქნება ორიენტირებული

“მთავარი დაკვეთა საზოგადოების, ის რაც სჭირდება საზოგადოებას, ეს არის არა ერთპარტიული, არამედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა. ეს არის შანსი, რომ ყველა ადამიანის და ჯგუფის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ეს არის შანსი, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები და ერთმანეთი ვაკონტროლოთ ძალაუფლებაში,” – აცხადებს ელენე ხოშტარია.

ოპოზიციიდან თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობა 20 ოქტობერს წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი სხვადასხვა პარტიიდან,

მამუკა ხაზარაძე – ლელო;

ზურაბ ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება;

ელენე ხოშტარია – დროა;

ირაკლი აბესაძე – უპარტიო;

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button