მნიშვნელოვანისიახლეები

მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა

68 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს.

„ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, – წერს სოციალურ ქსელში ხერხეულიძე.

ცნობისთვის, ხათუნა კოტრიკაძეს მონაწილეობა მიღებული აქვს რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში. პირველად 15 წლის ასაკში ითამაშა სოსო ჩხეიძის ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“, ასევე, ფილმებში – „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“

მაყურებელი მსახიობს, რომელმაც კარიერა ადრე დაასრულა იცნობდა შესრულებული როლებით, ფილმებში „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“.

მსგავსი პოსტები

Back to top button