მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ კოტე თოლორდავას სიმამრმა კახა მელითაურმა განაცხადა. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
საგარეო უწყებას კოტე თოლორდავას თბილისში გადასვენების საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, საკითხის მოგვარებაში რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობაა ჩართული.
თოლორდავა მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო. მას კინოსა და თეტრში ბევრი როლი აქვს ნათამაშევი. თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებით“ მოიპოვა.
წყარო: IPN