მსახიობი მარი ჯანაშია გარდაიცვალა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/mari-janashia.jpg)
71 წლის ასაკში გარდაიცვალა, ყველასათვის საყვარელი ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია.
მარინა ჯანაშია დაიბადა 1949 წელს.
1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტი (პედაგოგი _ მ. თუმანიშვილი)
1968-81 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი,
1981-87 წლებში – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ხოლო
1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
პაჟი (ჟ. ანუი ,,ანტიგონე”, რეჟისორი – მ. თუმანიშვილი),
მაცაცო (შ. დადიანი “გუშინდელნი”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
რეჰა (ლესინგი “ნათან ბრძენი”, რეჟისორი _ ვ. ვაქსმუტი),
ჯულიეტა (შექსპირი ,,რომეო და ჯულიეტა”, რეჟისორი – გ. ქავთარაძე),
მარტირიო (ფ. გარსია ლორკა ,,ბერნარდა ალბას სახლი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
ქეთო (მ. ჯავახიშვილი ,,ქალის ტვირთი”, რეჟისორი – თ. ჩხეიძე),
მარიანა (ჟ. ბ. მოლიერი ,,ტარტიუფი”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი),
ოთიანა (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი – ა. ვარსიმაშვილი),
შუშანიკი (იაკობ ცურტაველი “შუშანიკის მარტვილობა” რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
მარია (Eედუარდო დე ფილიპო ,,აჩრდილები”, რეჟისორი _ რ. ჩხაიძე),
დედოფალი (გ. ბიუხნერი “ლეონსი და ლენა”, რეჟისორი _ ნ. კვასხვაძე)
მარინე (ი. სამსონაძე ,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, რეჟისორები – გ. თავაძე, გ. ბარაბაძე)
მარიკო (თ. ებრალიძე ,,გუშინწინ, გუშინ, დღეს… ხვალ?”, რეჟისორი – ნ. ხატისკაცი)
დორისი (ბ. სლეიდი ,,წელიწადში ერთხელ”, რეჟისორი – რ. ჩხაიძე)
ქალბატონი ბაბული (თ. ჭილაძე ,,ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე)
მადმუაზელ დუვანი (ფ. მარსო ,,კვერცხი”, რეჟისორი – ს. მრევლიშვილი)
ნინა (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
ელიზაბეტი (ფ. საგანი ,,გედის სიმღერა”, რეჟისორი – ნ. ბაგრატიონ-გრუზინსკი)
ქაბატო (ზ. ანტონოვი ,,მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე)
მოხუცი ელისაბედი (ფ. შილერი ,,მარიამ სტიუარტი’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე)
მთავრის მეუღლე დოროთეა (ჰ. ფონ კლაისტი ,,პრინცი ჰომბურგი”, რეჟისორი _ გ. გორგოშიძე). მეფე ერეკლე (“უკანასკნელი დედოფალი” რეჟისორი_ გ. კაპანაძე)
მონაწილეა სპექტაკლებისა : ,,ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!’’,
“ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა)
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
დეზდემონა (შექსპირი ,,ოტელო”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
მერი (მ. ლერმონტოვი ,,თავადის ასული”),
დარდანე (კ. გოცი ,,ლურჯი ურჩხული”),
ევრიდიკე (,,ევრიდიკე”).
თეატრ ,,ვერიკოს” სცენაზე განსახიერებული როლები:
კარმენი (,,კარმენ!”)
სამეფო უბნის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
კარმენი (,,კარმენ!”),
დედა (,,სისხლიანი ქორწილი”),
იდა (,,კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე”).
თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
დედა (,,ჯინსების თაობა”)
ედიტ ფრანკი (,,ანა ფრანკის დღიური”)
გაბი (,,რვა მოსიყვარულე ქალი”)
ნუცა (,,ნუცა”)
ნინო (,,დოკერი”)
ლიანა დევდარიანი (,,საქმე გადაეცემა სასამართლოს’’)