მნიშვნელოვანისაქართველო

მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ჟვანიას ქუჩის 10 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მე-5 სართულიდან მუშა გადმოვარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button