
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა საგარეჯოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე მგზავრმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო .
დაშავებულები საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას ბინაზე გააგრძელებენ.
მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.