მნიშვნელოვანირეგიონი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში- გარდაცვლილია მამაკაცი.

ავარია თელავი- ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ცხენს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button