მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ 2023 წელს 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს-აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, უწყებისა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლებმა ე.წ. „აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე“ სასაზღვრო კანონმდებლობის 700-ზე მეტი „დამრღვევი“ დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, სისხლის სამართლის კოდექსის „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე კი 15 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შარშან სხვადასხვა დანიშნულებით საქონლის უკანონო გადატანის 30 მცდელობა აღკვეთეს, უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე პირების მიმართ კი „აფხაზეთის კანონმდებლობის“ შესაბამისად “სამართლებრივი ზომები” განხორციელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button