მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის პროტესტი პარლამენტის წინ გრძელდება

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტების ნაწილმა ღამე პარლამენტთან კარავში გაატარეს. მათი თქმით, პროტესტი ყოველდღიური და მწვავე იქნება და “ქართულ ოცნებას” მშვიდად და კომფორტულად ყოფნის საშუალებას აღარ მისცემენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, მოთხოვნები უცვლელი რჩება, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 26 თებერვალს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button