ლეგენდარული მსახიობი სერ ქრისტოფერ ლი გარდაიცვალა

ლონდონში, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქრისტოფერ ლი. 

The Daily Telegraph-ის ცნობით, „ბეჭდების მბრძანებლის“, „ვარსკვლავური ომების“ და მრავალი სხვა საინტერესო გმირების შემქმნელი ვარსკვლავი, ჩელსის ჰოსპიტალში, გულის და სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

სერ ქრისტოფერ ლიმ 250 სურათში მიიღო მონაწილეობა, აქედან 69 საშინელებათა ფილმები იყო.

მას აღიარება გრაფ დრაკულას, ჯადოქარ სარუმანის და გრაფ როშფორის როლებმა მოუტანა.

2009 წლის ივნისში, ლი რაინდ-ბაკალავრი გახდა და სერ-ის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button