ლამბალოში სწავლის დაწყება ორი კვირით გადაიდო

განათლებისა და მეცნიერიების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ასათიანი გვეუბნება, რომ “სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით გადაიდო და 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ შენობაში დაიწყებს.

ლამბალოს გარდა ახალი სასწავლო წლის დაწყება კიდევ 19 სკოლაში გადაიდო.

ერთ დროს საქონლის სადგომებისთვის განკუთვნილ შენობებში სწავლა ლამბალოელ მოსწავლეებს თითქმის 10 წელი უწევდათ, რადგან სკოლის შენობა არამდგრადობის მიზეზით დაანგრიეს და ამ დრომვე ვერ აშენდა.

ლამბალოს სკოლის შენება 2013 წელს დაიწყო. სასწავლო დაწესებულების გახსნის ვადად 2016 წლის ოქტომბერი სახელდება.
ლამბალოს სკოლის მშენებლობის ბიუჯეტი 4 მილიონ 297 ათას ლარზე მეტია. სასწავლო წელი ქვეყნის სკოლებში დღეს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button