კრიმინალიმნიშვნელოვანი

ყვარლის მუნიციპალიტეტში სურსათის მაღაზიებს მასობრივად ძარცვავენ

21 სექტემბრის ღამეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ერთდროულად, სურსათის ორი მაღაზია გაქურდეს.

ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონის, ქართლოს ბახუტაშვილის განმარტებით, ქურდობა,  ორ სხვადასხვა ადგილას მდებარე მაღაზიაში მოხდა.

“წუხელ ღამის სამ საათამდე, მაღაზიასთან ვიყავი. დილით გამოვედი და ეს ამბავი დამხვდა. ორ სხვადასხვა უბანში მდებარე სავაჭრო ობიექტია გაქურდული. ერთი კვირის წინ გრემშიც მოიპარეს მაღაზიიდან ფული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფი მოქმედებს. ამაში ისიც მარწმუნებს, რომ არის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თავადაც მონაწილეობდა და  სხვებსაც ასახელებს. აკავებენ და მერე უშვებენ, ნივთმტკიცება არ გვაქვსო“, – განაცხადა რადიო” ჰერეთთან” საუბარში ბახუტაშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიაში კარის საკეტები და შუშებია დამტვრეული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან რადიო ჰერეთს აცნობეს, მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button