მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

„კავკასიის ლეგიონის“, უკრაინაში მებრძოლი მრავალეროვან მოხალისეთა დანაყოფის მეთაურის, ლადო გამსახურდიას ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთთან ომში, დაიღუპა ქართველი მეომარი ზურაბ ოდიშვილი. ის იბრძოდა 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში. გამსახურდია, რომელიც პირადად იცნობდა ოდიშვილს, არ წერს მისი დაღუპვის ადგილის შესახებ. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით, ზურაბ ოდიშვილი არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, დადასტურებულია რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 43 ქართველის დაღუპვა.