სპეცოპერაციის დროს 8 სახლი დაზიანდა

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე 46-ე კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, ავარიული კორპუსია. ამასთან, 8 სახლი სპეცოპერაციის დროს დაზიანდა – ამის შესახებ ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა. ის არ გამორიცხავს, რომ საცხოვრებელი სახლიდან ყველა ოჯახი გაიყვანონ.
გამგებლის თქმით, კორპუსში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნაწილი სასტუმროებშია განთავსებული.
სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 20-22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.