გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია 2 თეთრით?

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას ნაციონალური მოძრაობა არ გამორიცხავს.

მათი თქმით, ეს მოსალოდნელიცაა ლარის ინფლაციის პირობებში.

უმრავლესობაში კი იმედოვნებენ, რომ “ენერგო-პრო-ჯორჯიას” შეთავაზების ძალაში შესვლამდე ხელისუფლება მოსახლეობისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მომხმარებლებს ზედმეტ ხარჯს ააცილებს.

“ენერგო-პრო-ჯორჯიამ” რეგიონებში ტარიფის 2 თეთრით გაძვირების მოთხოვნით უკვე მიმართა მარეგულირებელ კომისიას. ამის მიზეზად ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურის გაძვირება სახელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button