მსოფლიო ლიდერები საქართველოს EU-ში გაერთიანებისკენ მხარს უჭერენ
ევროკავშირის ლიდერთა სამიტი რომელიც 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს

“ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ჩართვის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტშია საუბარი, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება.
“ევროპარლამენტი ხაზს უსვამს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ჩართვის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ხაზს უსვამს ბევრ მიმდინარე ძალისხმევას და მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, და წაახალისებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებას არსებული გადაწყვეტისთვის. უნგრეთის პრემიერმინისტრი კატეგორიულად გმობს განცხადებებს უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ორბანის ეს განცხადებები ხელს უშლის ევროკავშირის გაფართოების პროცესს”, – ვკითხულობთ რეზოლუციის მეხუთე პუნქტში.
დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, დავამტკიცოთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება კიდევ ერთი დადებითი იმპულსი საქართველოსთვის, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა, ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა განაცხადა.
როგორც ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა აღნიშნა, მოუწოდებს ქართველებს, გააგრძელონ ევროპული მომავლის ერთგულება.
„მოვუწოდებთ ქართველებს, გააგრძელონ ევროპული მომავლის ერთგულება, რადგან თქვენ უკვე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თქვენი მომავალი უკვე ევროკავშირშია. ახლა თქვენ უნდა იმუშაოთ ამაზე. დიდი იმედი მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება კიდევ ერთი დადებითი იმპულსი საქართველოსთვის და თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას. ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიური გზავნილი იქნება თქვენთვის“, – განაცხადა ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა.
შვედეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
„ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთის მთავრობა მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს გაფართოებასთან დაკავშირებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა ჯესიკა როსვალიმ.
რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობა.
“რუმინეთი ძლიერ ემხრობა მოლდოვასა და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს იქნება ისტორიული პასუხი, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისადმი, არამედ ასევე ჩვენი მოქალაქეებისადმიც, რადგან მათი მხარდაჭერა არის რუმინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა,” – აღნიშნავს რუმინეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანი დანიელა გიტმანი.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშანის კარინშიკი აღნიშნავს, რომ თუკი ევროკავშირის გაფართოება არის დღის წესრიგში, მაშინ ის ვერ ხედავს არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება მოხდეს ეს:
“ჩვენი სანდოობისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გაფართოება, გაერთიანებაში გვინდა უკრაინა და მოლდოვა, გვინდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაშინ ჩვენ უნდა მივყვეთ ამას. ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილება მივიღოთ ამ კვირაში. მე ვერ ვხედავ არგუმენტირებულ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია ეს,” – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშანის კარინში.
ისტორიული სამიტის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელოდებიან. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს, შეძლებს თუ არა ერთიანობის შენარჩუნებას ისე, როგორც ამას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ახერხებდა.
იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები საბოლოოდ გაფორმდეს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.
გაერთიანების მომავალსა და გაფართოების პოლიტიკაზე პირველი დიპლომატების შემდეგ, ახლა ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ.
დახურული შეხვედრის დაწყებამდე კი, მორიგი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მკაფიოდ ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას:
“ფინეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას, ჩვენ უნდა დავიწყოთ უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები, უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ასევე უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, როცა პირობები იქნება დაკმაყოფილებული. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, ვიცით რა ზეწოლაა ფოკუსირებული ქვეყნებზე ევროკავშირსა და რუსეთს შორის, კონფლიქტები, რომლებსაც რუსეთი იწყებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება,” – აცხადებს ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი ანდერს ადლერკრეუტცი.
შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრის ჯესიკა როსვალის განცხადებით კი, ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში:
“ევროკავშირის გაფართოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. შვედეთი მუშაობს, რათა ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ყველა სხვა კანდიდატი ქვეყნისთვის. ეს არის ის, რაზეც ამ ისტორიულ კვირაში შვედეთის მთავრობა მუშაობს,”- აღნიშნავს შვედეთის ევროპულ საკითხთა მინისტრი ჯესიკა როსვალი.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ კვირაში, რადგან ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობას, – ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის სახელმწიფო მინისტრმა ანა ლუჰრმანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი.
„მე ოქტომბერში ვიყავი საქართველოში და ვნახე, რამხელა ენთუზიაზმია ქვეყანაში ევროკავშირთან დაკავშირებით. საქართველომ გაატარა რეფორმები, მაგრამ ცხადია, რომ ქვეყანას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ამ მხრივ ველოდებით თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს მომავალ წელს“, – განაცხადა ანა ლუჰრმანმა.
ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშანის კარინშმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში უნდა შეთანხმდნენ ამ პროცესის დასაწყებად.
ამასთან, როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს დგას ორი მთავარი საკითხი, ერთი – ევროკავშირის სანდოობა, მეორე კი – რუსეთის ანგარიშვალდებულება.
„რაც შეეხება ევროკავშირს და სანდოობას, ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანება. ევროკომისიამ გააკეთა შეფასება და თქვა, რომ ეს ქვეყნები მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად და საქართველო მზად არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პროცესი უნდა გავიაროთ და ევროპაში უნდა შევთანხმდეთ ამ პროცესის დასაწყებად. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანდოობისთვის. მეორე არის უკრაინისთვის შეპირებული ფული – 50 მილიარდი ოთხი წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ დაპირებას მივყვეთ და შევასრულოთ. ეს მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. რაც შეეხება რუსეთის ანგარიშვალდებულებას, მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიწიოთ საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. ასევე მნიშვნელოვანია სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმება“, – განაცხადა კრიშანის კარინშმა.
“თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ყველასთვის მისაღებია… თუმცა, უნგრეთის გამო, ეს შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს.
წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე რომ გადავიდნენ, ერთსულოვნებაა საჭირო. ჩემი დასკვნა, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატთან საუბრის შემდეგ ისაა, რომ თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა და მოლდოვას წინსვლა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებით ყველასთვის მისაღებია. მაგრამ ამ ქვეყნების სტატუსები ევროკავშირში შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ ისინი “თანმდევი ზიანი” გახდებიან უკრაინის შესახებ დებატებში. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, ყოველშემთხვევაში საჯაროდ, უნდა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინამაც დაიწყოს. მთავარი გამონაკლისი უნგრეთია. საკითხის უფრო გართულების მიზნით, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ბალტიისპირა ტრიოდან სამივემ საპასუხოდ თქვა, რომ თუ უკრაინა ჩაფლავდება, ჩაფლავდება ყველა”, – დაწერა იოზვიაკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკევების შესაძლებლობა.
მიშელის თქმით: “ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია”.
“თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია” – ამბობს მიშელი.
ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული ევროპისკენ, ჩვენ არ გვაქვს უფლება და ფუფუნება, ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ტალინში, ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაზე განაცხადა.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სამ დღეში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ნების კონსოლიდირება უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპის მომავალს განსაზღვრავს. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც ფუფუნება, ხელიდან გავუშვათ ეს შესაძლებლობა. ევროკავშირის გაფართოება არის გზა უფრო უსაფრთხო, უფრო სტაბილური და უფრო განვითარებული ევროპისკენ“, – განაცხადა ნაუსედამ.
თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირი მიმდინარე კვირაში დაგეგმილ სამიტზე მიიღებს, იქნება სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის.
„ერთად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წინ გადავდგამთ ნაბიჯს ამ ქვეყნების ევროპული მომავლის შესრულებაში. გადაწყვეტილებები, რომლებსაც მივიღებთ, იქნება გლობალური სიგნალი. ახლა ჩვენი დროა, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი არის მტკიცე, ძლიერი და ემზადება კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს არის ჩვენი შანსი, გავაკეთოთ სტრატეგიული ინვესტიცია ევროპულ მშვიდობაში, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაში. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი სიბრძნით და გავაგრძელოთ ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პოლიტიკა – გაფართოება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, დიდი ალბათობით, 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით.
ცნობისთვის 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
6 დეკემბერს კი უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი