მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნიან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ წინ წასწევს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს, განაცხადა 11 ივლისს აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ვილნიუსში, სადაც იმართება ნატოს ორდღიანი სამიტი.
სალივანმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ცხადად მიგვანიშნა, რომ მხარს უჭერს გადაცემას”. სალივანს არაფერი უთქვამს ვადების დეტალებზე.
10 ივლისს, საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დათანხმდა, რომ პარლამენტს გაუგზავნის შვედეთის განცხადებას ნატოში გაწევრიანების შესახებ. ანკარამ ეს ნაბიჯი გადადგა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. თურქეთს, შვედეთის საკითხზე თანხმობის სანაცვლოდ, სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდა უშუალოდ სტოკჰოლმის, ასევე აშშ-ისა და დასავლელი მოკავშირეების მიმართ როგორც შეიარაღების მიწოდების სფეროში, ისე ევროკავშირთან თავისი დაახლოების საკითხებში.
შვედეთმა, ფინეთთან ერთად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვალა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და ნატოში შესვლა გადაწყვიტა. ფინეთი ალიანსს გაზაფხულზე შეუერთდა. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდნენ თურქეთი და უნგრეთი. თურქეთის თანხმობის შემდეგ, უნგრეთმაც გამოაცხადა, რომ ემხრობა შვედეთის გაწევრიანებას ნატოში.

საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გაუგზავნის რაც კიევს შესაძლებლობას მისცემს, დაიცვას თავი, განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, ლიტვაში, ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.
კერძოდ, საუბარია ფრანგული წარმოების შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე სახელწოდებით SCALP. მაკრონის თქმით, დახმარების მიზანია, უკრაინას უფრო შორი დარტყმების საშუალება მიეცეს კონტრშეტევის მიმდინარეობისას, რათა შეძლონ საკუთარი ტერიტორიის დაცვა.
“სიტუაციისა და უკრაინის კონტრშეტევის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებმა შეძლონ უფრო შორი დარტყმები და ამასთანავე შევინარჩუნოთ ჩვენი დოქტრინის სიცხადე და თანმიმდევრულობა – ანუ უკრაინას მივცეთ საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორია” – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან უარი ქვა დაეკონკრეტებინა, თუ რა სახის იარაღს მიაწვდის უკრაინას და როდის.
ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასაც შეეხო: “ვფიქრობ, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას გავუგზავნოთ გზავნილი, ნატოს ერთიანობისა და გადაწყვეტილების შესახებ. რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი” – დასძინა მან.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს იმართება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინას 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დახმარების პაკეტში შედის 2 Patriot-ის სისტემა, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 25 Leopard-ის ტანკი და LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემა.
“ამით ჩვენ გვსურს, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button