მნიშვნელოვანისიახლეები

მსოფლიო პატრიარქმა შატილის გზაზე მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პატრიარქ ილია მეორეს სამძიმრის წერილს უგზავნის და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

უწმიდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქო, მცხეთა–თბილისის მთვარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო და სასურველო ძმაო და თანამსახურო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით ვეხვევი თქვენს უნეტარესობას და მოგახსენებთ.

დიდი მწუხარებით შევიტყეთ მასმედიის მეშვეობით მცხეთამთიანეთში მომხდარი უბედური ავარიის შესახებ, რის შედეგადაც ტრაგიკული სიკვდილით გარდაიცვალა ჩვიდმეტი ადამიანი, ხოლო სხვა გადარჩენილი ტრავმირებულები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში

ლოცვით მოვაპყრობთ რა ჩვენს სულიერ მზერას თქვენი ყოვლად პატივცემული და დიდად საყვარელი უნეტარესობის, საქართველოს  ღვთისმოსავი ერისა და მოძმე წმინდა ეკლესიის მიმართ, გამოვხატავთ მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად ჩემს ღრმა თანაგრძნობას და ვლოცულობთ თქვენთან ერთად, რომ უფალმა ღმერთმა მიანიჭოს შვება, უსამართლოდ გარდაცვლილ ჩვენს უდანაშაულო მოძმეთა სულებს.

შევთხოვთ უფალს ასხუროს ბალზამი ნუგეშისა მათი ოჯახების გულებს, და მთლიანად საქართველოს მგლოვიარე, მამაც და მოწამე ერს, რომელთანაც ჩვენი კონსტანტინეპოლის ეკლესიას აკავშირებს განსაკუთრებული   სიყვარულისა და სოლიდარობის ძლიერი და უშრეტი კავშირი, მისცეს ზეციერი ნუგეში

ყოველივე ამით, გემშვიდობებით, გეხვევით და გეამბორებით ქრისტესმიერი წმინდა ამბორით, უდიდესი პატივისცემითა და ძმური სიყვარულით, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button