მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

მსოფლიო რაგბიმ “8 ერს” მწვანე შუქი აუნთო

მსოფლიო რაგბიმ ახალ კალენდარს მხარი დაუჭირა და შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომა-ზამთარში, “8 ერის” გამართვა სავსებით რეალური გახდა.

ახლა ჯერი “6 ერის” მმართველ ორგანოზეა. უნდა გაირკვეს, დაიმატებს თუ არა იგი 2 ნაკრებს ერთჯერადად და რომელი იქნებიან ეს გუნდები.

თავიდან ბევრი იწერებოდა ფიჯისა და იაპონიის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, ბრიტანული და ფრანგული გამოცემები “8 ერში” თამაშის მთავარ კანდიდატებად საქართველოსა და ფიჯის თვლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებიც კი დაასხელეს. თუმცა, ყველაზე რეალური კანდიდატები მაინც ფიჯი, იაპონია და ჩვენი ნაკრები არიან. ევროპელები ამ სამი
გუნდიდან ორს აირჩევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button