მსოფლიო რაგბის მესვეურებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ლოგო ოფიციალურად წარადგინეს.

ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგიც გახდა ცნობილი.

ორგანიზატორების თქმით, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლო მზეს უკავშირდება. ცნობილია, რომ 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად 330 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ იაპონია აზიაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button