სპორტი

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს

ლაპორტი აღფრთოვანებული დარჩა ბორჯღალოსნების თამაშით და ბორდოსთან მარცხის მიუხედავად ერთი სიტყვით შეაქო ქართველი მორაგბეები: ბრავო!

ლაპორტი პარალელურად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა.ის წლების განმავლობაში საფრანგეთის მთავრობაში სპორტის მინისტრის სავარძელსაც იკავებდა.

ახლა უკვე 57 წლის ლაპორტიმ მოქმედი მორაგბის კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბორდოში გაატარა.

მთავარი მწვრთნელის რანგში კი 1999-2007 წლებში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა.

ბერნარ ლაპორტის თქმით მან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის მიწვევა მიიღო და უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში სტუმრობას აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button