მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიომ კრემლის ეს მუქარები უნდა შეაჩეროს

ბირთვული იარაღის შიშის გამო რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა „როიტერთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ოფიციალური კიევის ლიდერის თქმით მას არ სჯერა რომ რუსეთის ფედერაცია ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამასთან ის დასავლეთის ქვეყნებს და მათს დაზვერვას მოუწოდებს რომ რუსეთს ბირთუვული იარაღის გამოეყენებაზე ფიქრის საშულება არ მისცენ. გარდა ამისა, როგორც მან Reuters-თან განაცხადა, მსოფლიომ კრემლის ეს მუქარები უნდა შეაჩეროს.

“არ შეიძლება დიალოგი აწარმოო ისეთ ადამინებთან რომლებიც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებიან. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მსოფლიოში ასეთი ადამიანების გარეშე. ბირთვული იარაღის შიშით რუსეთთან შეთანხმება, ყველაზე ცუდი გზა იქნება, რაზედაც შეიძლება წახვიდე. ამასთან ეს დედამიწის განადგურების საკითხია. არ მესმის მსოფლიოს სადაზვერვო სამსახურებმა როგორ უნდა მისცენ რუსეთის ფედერაციას ამაზე ფიქრის საშუალებაც კი. გულწრფელად გითხრათ არ მგონია ეს ასე მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია”- ამბობს ზელენსკი.

“მე ვერც კი ვხვდები, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებს, მსოფლიოს დაზვერვებს, დიდ ტვინებს მისცენ რუსეთს იმის შანსიც კი, რომ ამ საკითხზე იფიქროს. სიმართლე რომ გითხრათ, მგონია რომ ეს არ მოხდება. ამასთან, ჩვენ არ შეგვიძლია საბოლოოდ რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში. თუმცა, მაპატიეთ, რაღაცის გეშინოდეს, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ სახელმწიფოს და ამ [შიშის] გამო მასთან ამა თუ იმ კომპრომისზე წახვიდე – ეს ყველაზე ცუდი შედეგია, რომლამდეც შეგიძლია მიხვიდე. მაშინ ეს ნამდვილად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისია. არ შეიძლება დიალოგი გქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებიც ბირთვული იარაღით იმუქრებიან. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ ასეთი ადამიანების გარეშე”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ბირთული იარაღის გამოყენება, დედამიწას გაანადგურებს რაც არამარტო უკარინას და უკრაინელ ხალხს, არამედ რუსეთსაც ძვირი დაუჯდება.

„ეს უბრალოდ დედამიწის განადგურებაა, მისი დასაწყისი. არც კი მესმის, როგორ შეუძლიათ სპეცსამსახურებმა, მსოფლიოს დაზვერვის სამსახურებმა, მსოფლიოს უძლიერესმა ტვინებმა, რომ რუსეთს ამაზე ფიქრის საშუალებაც კი მისცენ. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. თუმცა, ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, მაპატიეთ, იმის შიშით, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ სახელმწიფოს და მათთან ამიტომ მოლაპარაკება არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაზეც შეიძლება წასვლა. ეს არის ზუსტად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button