საქართველოსპორტი

მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფები დაკომპლექტდა

ციურიხში გამართულ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა.

ჩვენი ქვეყნის ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის და კოსოვოს ეროვნული ნაკრებები.

ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე, პირველ ადგილზე გასული გუნდი გავა, მეორე ადგილოსანი კი პლეი-ოფში ითამაშებს და ფინალურის საგზურს ამგვარად მოიპოვებს.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2021 წლის მარტში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ფინალური ეტაპი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩატარდება და ფეხბურთის ისტორიაში ეს იქნება პირველი მუნდიალი,რომელიც ზამთარში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button