მსოფლიოს ისტორიაში პირველი და უნიკალური ქირურგიული ოპერაციის თარიღი უკვე დაინიაშნა
სხეულის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებულ რუს პროგრამისტ – ვალერი სპირიდონოვს უნდა ჩაუტარდეს, 2017 წლის დეკემბერში დაინიაშნა, – გადმოსცემს Fox News.
30 წლის მამაკაცი იშვიათი გენეტიკური დაავადებით – ვერდნიგ-ჰოფმანის სპინალური პროგრესული ამიოტროფიით იტანჯება, რომელიც კუნთოვანი ქსოვილების განუვითარებლობას და ჩონჩხის დეფორმაციას იწვევს. აღნიშნული დაავადება განუკურნებადად ითვლება.
უდიდესი რისკისა და მოსალოდნელი ლეტალური აღსასრულის მიუხედავად, სპირიდონოვი ტანის გადანერგვის ოპერაციაზე დათანხმდა. იგი თვლის, რომ მსგავსი სარისკო ოპერაციების ჩასატარებლად, მედიცინამ საკმაოდ მაღალ მწვერვალებს მიაღწია.
მედიკოსების ჯგუფს იტალიელი ქირურგი სერჯო კანავერო უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, ურთულესი ოპერაცია 36 საათს გაგრძელდება.
ამასწინათ ცნობილი გახდა, რომ ოპერაციაში მონაწილეობას ჩინელი მეცნიერი – ჟენ სიაოპინი მიიღებს. სარისკო ცდების გამო, მას სამშობლოში „დოქტორ ფრანკენშტეინს“ უწოდებენ. 2013 წელს, სიაოპინმა თაგვს თავი გადაუნერგა. წელს, იგი ანალოგიურ ოპერაციებს პრიმატებზე ატარებს. აღსანიშნავია, რომ ჩინელი მეცნიერის გუნდმა, ათასამდე თაგვს, თავის ტრანსპლანტაციის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარა.
ოპერაციის სირთულე, დონორის ზურგის ტვინთან, სპირიდონოვის ნერვული სისტემისა და სისხძარღვების შეერთებაში მდგომარეობს. დოქტორ კანავერომ განაცხადა, რომ პაციენტის ტვინის ტემპერატურას ცელსიუსით 15-10 გრადუსამდე დააქვეითებენ, შემდეგ მას თავს მოჰკვეთენ და დონორის სხეულს მიაკერებენ. ზურგის ტვინის ნეირონებს ბიოლოგიური წებოთი შეართებენ და მათ სუსტი ელექტრული დენით სტიმულირებას ჩაუტარებენ. პაციენტს, ასეთი პროცედურის დროს, 1 თვე სამედიცინო კომაში ყოფნა მოუწევს.