მსოფლიოს მუსულმანები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ [Photo]

დღეს, მთელ მსოფლიოში მუსლიმები ყურბან-ბაირამის ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ.

ყურბან-ბაირამობა მარხვის თვის -რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლობიდან მოდის.

„აბრაამ შუამავალს შვილი არ ჰყავდა. მან ღმერთს შვილი სთხოვა და პირობა დადო,რომ საყვარელი არსების მსხვერპლშეწირვას გააკეთებდა. გაუჩნდა აბრაამს შვილი ისმაილი და მან ღმერთს შესწირა აქლემი, ცხვარი, ძროხა. მაგრამ სიზმარში ნახა, რომ ის პირობას არ ასრულებდა, რომ მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. აბრაამი მორწმუნე იყო, დამორჩილდა ღვთის სურვილს, წაიყვანა შვილი შესაწირად.

როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ აბრაამი მზად იყო შვილის მსხვერპლად შესაწირად, ზვარაკი გამოაგზავნა და სთხოვა, შვილის ნაცვლად მისთვის ზვარაკი შეეწირა. აბრაამმა ღმერთსმ ადლობ აგადაუხადა და თქვა, არ არის ღვთაება გარდა ალაჰისა“.

მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმის ოჯახი იკრიბება და პირუტყვს ჰკლავს, შემდეგ კი ხორცს თანაბრად ანაწილებს. თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ახლობლებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცემს.

შესაწირი ცხოველი აუცილებლად ჯანმრთელი უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორიც. ცხვარი 6 თვეზე ნაკლების არ უნდა იყოს, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მინიმუმ ორი წლის უნდა იყოს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18791″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button