მსოფლიოს კრივის საბჭომ (WBC) ამერიკელ ბრიჯერ უოკერს მსოფლიოს საპატიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა. ექვსი წლის ბიჭუნა ხალხმა რამდენიმე დღის წინ გაიცნო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ძაღლის თავდასხმისგან უმცროსი და გადაარჩინა. მას შემდეგ, რაც გერმანულმა ნაგაზმა გოგონას შეუტია, ბრიჯერი მათ შორის ჩახტა და ცხოველს თავად დაუპირისპირდა. შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო და სახეზე 90 ნაკერის დადება დასჭირდა.
„გვაქვს პატივი, ექვსი წლის ბრიჯერ უოკერი WBC-ის ვერსიით, მსოფლიოს საპატიო ჩემპიონად დავასახელოთ. ბრიჯერ, შენ გმირი ხარ.“ – დაწერა მსოფლიოს კრივის საბჭომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
https://www.facebook.com/WBCBOXING/photos/a.162546317169903/3072337166190789/?type=3