მოზაიკამსოფლიოსიახლეები

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი კაცი გარდაიცვალა

BBC-ის ცნობით, ინდოეთში მიზორამის შტატში გარდაიცვალა კაცი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის პატრიარქად ითვლებოდა.

76 წლის ზიონა ჩანა რელიგიური სექტის ლიდერი იყო, რომელიც პოლიგამიას ემხრობოდა. მას 38 ცოლი, 89 შვილი და 36 შვილიშვილი ჰყავდა.

თუმცა, არ არის დადასტურებული, რომ ზიონა ჩანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი იყო. მისი ოჯახის წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ მას 39 ცოლი, 94 შვილი, 33 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი ჰყავდა.

როგორც ცნობილია, ჩანას დიაბეტი და ჰიპერტენზია აწუხებდა. ის საკუთარ სახლში იყო, როდესაც ცუდად გახდა. კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button