“მსურს, რომ ქარმა ნაზად მიფრიალოს თმა” [Video]

ირანში მცხოვრები ქალებისთვის ხიჯაბის ტარება არა მარტო რელიგიური რიტუალია, არამედ მოქმედი კანონიც. თუ ვინმე გაბედავს არსებული კანონის დარღვევას, სამართალდამცველ ორგანოებს მისი დაპატიმრების სრული უფლება აქვთ.

ირანელი ქალები ასეთ მკაცრ კანონს ადრეც აპროტესტებდნენ, მაგრამ ახლა, სოციალური ქსელების მეშვეობით, საკმაოდ აქტიური ბრძოლა დაიწყეს. ამჟამად, „ფეისბუქზე“ ყველაზე პოპულარულია ჯგუფი, სათაურით – “ჩემი ფარული თავისუფლება”,რომელიც 846 ათას ადამიანს აერთიანებს.

ირანელი ჟურნალისტი ქალბატონი მასიჰ ალინეჯადი, რომელიც ამჟამად ბრუკლინში ცხოვრობს, ქალების თავისუფალი არჩევნისთვის იბრძვის. ეს ჯგუფიზუსტად მან შექმნა, რათა ქალებს საკუთარი ისტორიების მოყოლის საშუალება მისცემოდათ. და მათ ასეთი შესაძლებლობა კიდევაც გამოიყენეს.

მასიჰ ალინეჯადის „ფეისბუქ-გვერდზე“ ბევრი ფოტოსურათი და ვიდეოა განთავსებული, სადაც უხილაბანდო ქალები თავიანთ ლამაზ თმას გვაჩვენებენ. ისინი თვლიან, რომ ხიჯაბის ტარება მათი პირადი არჩევანი უნდა იყოს, და არა ძალდატანება. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში, ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება.

„მსურს, რომ ქარმა ნაზად მიფრიალოს თმა“, – აცხადებს მასიჰ ალინეჯადი ყველა ირანელი ქალის სახელით.

მსგავსი პოსტები

Back to top button