მსვლელობა აქცია აღმაშენებელზე და დაპირისპირება

აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა ქალის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ქალი, რომელიც “ევროპული საქართველოს” მსვლელობაში მონაწილებდა, სავარაუდოდ ბოთლი ესროლეს, საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. “არა რუსულ ფაშიზმს” – ამ სახელწოდების აქციის მონაწილეს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
დაშავებული, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა კლინიკაში მოინახულეს. აქციის დროს დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცნო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
“ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებული მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე სკოლასთან დაიწყო და მარჯანიშვილის მოედანზე დასრულდა. აქციაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები სრული შემადგენლობით მონაწილეობდნენ. აქცია რამდენიმე კვირის წინ გამართული ე.წ.
ქართველთა მარშისა და შემდგომი მოვლენების შედეგად დაიგეგმა და მიზნად ძალადობისა და ქსენოფობიისგან გამიჯვნას ისახავდა. „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მარში რუსული პროექტია და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას ემსახურება.
ფოტო:rferl