მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მტერი დიდ ზარალს განიცდის”

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდს.

შტაბის ცნობით, რუსეთის ჯამური დანაკარგი ასეთია:

➡ჯარისკაცი – დაახლოებით 9 166

➡ტანკი – 251

➡ჯავშანტექნიკა – 939

➡საარტილერიო სისტემა – 105

➡სარაკეტო სისტემა – 50

➡საზენიტო საბრძოლო სისტემა – 18

➡თვითმფრინავები – 33 (ინფორმაცია ზუსტება)

➡ვერტმფრენი – 37

➡საავტომობილო ტექნიკა – 404

➡მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2

➡საწვავის რეზერვუარი – 60

➡ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3.

ომის მეცხრე დღეს – ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტრო სადგური ზაპოროჟიეში რუსულმა არმიამ დაიკავა. ამ ქალაქში არიან დაჭრილები, რომელთა საავადმყოფოებში გადაყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიევსა და ხარკოვში ამ წუთებშიც საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აფეთქებების ხმა და განგაშის სიგნალი კვლავ ისმის დედაქალაქშიც. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული ჯარების ძალისხმევა მიმართულია კიევის ალყაში მოქცევასა და უკრაინელების წინააღმდეგობის შესუსტებაზე.

“სივერსკის რეგიონში მექანიზებული და სატანკო ნაწილები სტაბილურად იცავენ ჩერნიგოვის გარშემო ოკუპირებულ საზღვრებს. სლობოჟანშჩინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მექანიზებული ქვედანაყოფები ეფექტურად აწარმოებენ თავდაცვით ბრძოლებს მტრის დიდ ძალებთან და ზოგიერთ ნაწილებში წარმატებას აღწევენ. მტერი დიდ ზარალს განიცდის. მძიმე თავდაცვითი ბრძოლების დროს გაერთიანებულმა ძალებმა ჩაშალეს რუსი დამპყრობლების გეგმები და მტრის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლა აღკვეთეს.

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რჩება რუსეთის შემოსევაზე გმირული წინააღმდეგობის ნიმუშად. ქალაქ კიევის თავდაცვის ჯგუფი აგრძელებს მტრის შეტევის მოგერიებას, მისთვის ცეცხლის გახსნასა და თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას ქალაქისა და ძირითადი აეროდრომების გარშემო. მტერმა უკრაინის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნიდან წარუმატებლად ესროლა სამოქალაქო შენობებს. ამავდროულად, აგრესორები გამომწვევ ქმედებებს ახორციელებენ საინფორმაციო სივრცეშიც, ავრცელებენ დეზინფორმაციას და კრემლის პროპაგანდისტულ მასალებს,”– განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა უჯრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით.

თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო არსებობდა ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხეც, თუმცა, ბოლო ცნობებით ხანძარი ლოკალიზებულია, რადიაციული დონის მატება კი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის შენარჩუნებულია სადგურის 6-ვე ენერგობლოკის მთლიანობა, დაზიანებული მხოლოდ შენობების კონსტრუქცია.

შეგახსენებთ, რომ კიევის მსგავსად, განგაშია კრივოლიროგსა და დნეპრში. რუსული ჯარებითაა გარშემორტყმული მარიოპოლი. ხერსონის პორტში სამთავრობო შენობებს რუსები აკონტროლებენ. ღამით ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსების საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა 33 მშვიდობიანი მოქალაქე.

პენტაგონის ინფორმაციით ომამდე საზღვართან განლაგებული რუსული ჯარების 90% უკვე შევიდა უკრაინაში.

……………………………..

 

მსგავსი პოსტები

Back to top button