მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-რუსეთმა უკრაინაში 204 360 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 20 სარაკეტო და 48 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 204 360 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 23 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3789
ჯავშანტექნიკა – 7419
საარტილერიო სისტემა – 3318
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 565
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 327
თვითმფრინავი – 309
ვერტმფრენი – 295
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2864
ფრთოსანი რაკეტა – 1015
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6139
სპეცტექნიკა – 433
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button