მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 256 510 რუსი ჯარისკაცი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 53 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 40. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 33 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 256 510 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 18 აგვისტომდე არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 460 სამხედრო, 4 დრონი, 24 საარტილერიო სისტემა და 2 ვერტმფრენი.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4332
ჯავშანტექნიკა – 8410
საარტილერიო სისტემა – 5193
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 714
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 486
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4276
ფრთოსანი რაკეტა – 1406
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7658
სპეცტექნიკა – 783
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button