მტერთან 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა-ომში 245 700 ოკუპანტი მოკვდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
“რუსეთის ფედერაცია, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, დაპყრობით ომს აგრძელებს. მტერი არ წყვეტს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და შემდგომ უგულებელყოფს ომის კანონებსა და ჩვეულებებს, იყენებს ტერორის ტაქტიკას“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 33 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გაუხსნეს.
„არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მათი კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე ღამის განმავლობაში, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებულ საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის რაიონს დაარტყეს.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 245 700 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 30 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4205
ჯავშანტექნიკა – 8178
საარტილერიო სისტემა – 4795
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 698
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 459
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 311
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4011
ფრთოსანი რაკეტა – 1347
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7275
სპეცტექნიკა – 711
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.