მნიშვნელოვანირეგიონი

მთა- თუშეთში მყოფი მოქლაქეები და მესაზღვრეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

მთა- თუშეთში მყოფი მოქლაქეები და მესაზღვრეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

მიზეზად უამინდობა სახელდება, რის გამოც ვერტმფრენი თუშეთის სოფლებში გადასატან ყუთს ვერ ჩაიტანს.

ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, მინდია იუკურიძის განმარტებით, უამინდობის გამო, ვერტმფრენი თუშეთისკენ ვერ გაფრინდება და შესაბამისად, იქ მყოფი პირები საარჩევნო უფლებით ვერ ისარგებლებენ.

“ამ დროისათვის, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია,ვერტმფრენი კი უამინდობის გამო ფრენას ვერ შეძლებს. ამის გამო, მუდმივად იქ მცხოვრები პირები და ის მესაზღვრეები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხმას ვერ მისცემენ”- განმარტა იუკურიძემ.

თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა, დიდთოვლობის გამო, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში იკეტება და გაზაფხულზე იხსნება. ზამთრის სეზონზე, თუშეთისაკენ, მხოლოდ ვერტმფრენი მოძრაობს.

ზამთრის სეზონზე თუშეთის სოფლებში 24- 28 ადამიანი რჩება. საქართველოს საზღვარზე კი, ამ დროისათვის, 11 მესაზღვრე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button