მნიშვნელოვანისაქართველო

მთაწმინდაზე კლდე ჩამოინგრა

თბილისში, მთაწმინდაზე კლდე ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გამო კლდე პირველად 31 მაისს ჩამოიშალა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა და მშენებარე კომპანიას უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიას დარღვევები არ ჰქონია, რის გამოც მათ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცეს.

ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button