მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

არჩევნების ბოიკოტს ევროპული საქართველოც შეუერთდა

ევროპული საქართველო უარს ამბობს, შევიდეს პარლამენტში და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, სადაც მათი ორი კანდიდატი, შალვა შავგულიძე და ელენე ხოშტარია გადავიდა. პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.

“არჩევნები, სადაც სრული სიმძლავრით მუშაობდა ორკესტრირებული გაყალბებული სისტემის მანქანა, არჩევნები, რომლის გაყალბებაშიც ჩართული იყო ერთად პარტიული სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურები. არჩევნები, სადაც ადამიანებს აშინებენ კრიმინალები, სუსი და ადგილობრივი ხელისუფლება პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე, ვერ ჩაითვლება თავისუფალ არჩევნებად. არჩევნები, სადაც არის ამომრჩევლის მოსყიდვა და ასეულობით ხელით გადაკეთებული ოქმი, ვერ ჩაითვლება სამართლიან არჩევნებად.

ამიტომ, ჩვენი შეფასება არის აბსოლუტურად მკაფიო, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება”. – თქვა დავით ბაქრაძემ.

ევროპული ასქართველოს ლიდერის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი, ვინაიდან მათი პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა არჩევნებში მონაწილეობასა და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ მისივე განმარტებით, დღეს საქმე აქვთ სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან.

პარტიამ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა და იმედი დაიტოვა, რომ მათგანაც მალე მოისმენენ სამოქმედო გეგმას.

მსგავსი პოსტები

Back to top button